პირველი მაისის საჯარო სკოლის პედაგოგმა გულთამზე აბულაძემ პედაგოგიური კვლევა ჩაატარა
23-04-2019
ქედის მუნიციპალიტეტის, პირველი მაისის საჯარო სკოლის პედაგოგმა გულთამზე აბულაძემ 2017-2018 სასწავლო წლის ერთი სემესტრის განმავლობაში (II სემესტრი) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში თემაზე - „წერითი შემაჯამებელი შეფასებისას წარმოქმნილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები ქართულ ენასა და ლიტერატურაში“ პედაგოგიური კვლევა (სავალდებულო აქტივობა) ჩაატარა.
 
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებელი დააინტერესა ზეპირმეტყველებისა და წერითი დავალებების შეფასებისას არსებულმა ქულათა განსხვავებამ. კერძოდ, ზეპირმეტყველებაში მოსწავლეთა ქულები უფრო მაღალი იყო, ვიდრე წერითი დავალებების ქულები. პედაგოგი შეეცადა მიზეზთა დადგენას, რათა მიაღწიოს წერით აქტივობებში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებას.
 
იხილეთ პედაგოგის კვლევა პრაქტიკული კვლევა.pdf
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203