ხონის N2 საჯარო სკოლაში პროექტი „უსაფრთხო ყოფაცხოვრება“ განხორციელდა
23-04-2019

ხონის N2 საჯარო სკოლის Iა და Iბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლებთან ლია სებუასთან და ხათო მოსაშვილთან და მუსიკის მასწავლებელთან, ფიქრია სულაბერიძესთან ერთად წარმოადგინეს ძალიან ლამაზი, მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტი „უსაფრთხო ყოფაცხოვრება“. 

პროექტი შედგებოდა 7 აქტივობისაგან: საოჯახო ელექტროტექნიკა, უსაფრთხო ყოფაცხოვრება, სახიფათო ნივთები, ჩვენ და წამლები, ჰაერის დაბინძურება, უსაფრთხოება საკვებთან და საგზაო მოძრაობის წესები.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მშობლები, პედაგოგები და ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები: უფროსო სპეციალისტი ანა ბენდელიანი და იურისტი თათია თარაშვილი. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203