
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ინიცირებული, პედაგოგთა პირველი რაიონული კონფერენცია -„ფორმალური და არაფორმალური განათლების პრაქტიკა სასკოლო სივრცეში“.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ლანჩხუთის N1 საჯაროს სკოლის პედაგოგებიც: თამთა კილაძე, ეკა წილოსანი, ნუნუ ხელაძე, ნინო ებრალიძე, ქეთო მახარაძე, ნატალია ჭელიძე, ქეთევან ღლონტი და სოფო დობორჯგინიძე, რომლებმაც ისაუბრეს სასწავლო პრაქტიკაში განხორციელებულ, მოსწავლეზე ორიენტირებულ, სხვადასხვა, ეფექტურ სასწავლო სტრატეგიებზე.
კონფერენცია ჩატარდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თვისუფალი პროფკავშირის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით.
იხილეთ ფოტოები