ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
23-04-2019

გორის მუნიციპალიტეტის, ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 

პედაგოგმა მედეა ტრამაკიძემ დედა ენის დღის მნიშნელობაზე ისაუბრა. 

სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის სადიდებელი ლექსები და ქართული ენის შესახებ დაწერილი ცნობილი ადამიანების ციტატები წაიკითხეს. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203