ბორის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო
23-04-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო.

კვირეულის ფარგლებში, შემეცნებით-საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ტიპის აქტივობები განხორციელდა. კერძოდ პრეზენტაციები მოამზადეს მე-11 კლასის მოსწავლე ნიკა ბერაძემ (სამოქალაქო კლუბის ლიდერი), მე-9 კლასის მოსწავლეებმა ნანუკა წიწილაშვილმა და თაკო სხილაძემ, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ზურა ავალიშვილმა და გიგა ბერაძემ.

მოსწავლეებმა დედამიწის დღის ისტორიის, მნიშვნელობის, გარემოს დამაბინძურებლების და პრობლემების მოგვარების შესახებ ისაუბრეს, როგორც დაწყებითი კლასების, ასევე IX და X კლასის მოსწავლეებთან.

ბოლოს კი აზა ბერაძის და გვანცა ქოჩიაშვილის ნახატები გამოვფინეთ სკოლის კედლებზე. კვირეულის პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203