ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში 9 აპრილის გმირები გაიხსენეს
23-04-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში მოეწყო ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება - ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები".

მოსწავლეებმა გაიხსენეს 9 აპრილის მოვლენები, ისაუბრეს საბჭოთა არმიის მიერ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის შედეგად დაღუპული  21 ადამიანის ბიოგრაფიაზე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. წარმოთქვეს ლექსები, მოუსმინეს ამ დღისადმი მიძღვნილ მუსიკალურ ნაწარმოებებს.

 

მოსწავლეთა და მასწავლებელთა ინიციატივით სკოლის შენობაში მოეწყობა 9 აპრილის მემორიალური სტენდი, რომელიც მოსწავლეებს ყოველდღიურად შეახსენებს ამ თარიღის მნიშვნელობას  და დაღუპული გმირების ხსოვნას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203