პატარძეულის სკოლის დირექტორმა საინტერესო ლექცია-გაკვეთილები - „ევროპული ღირებულებები და საქართველო“ ჩაატარა
23-04-2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  პატარძეულის საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო ბურდიაშვილმა საინტერესო ლექცია-გაკვეთილები - „ევროპული ღირებულებები და საქართველო“ ჩაატარა.

მოსწავლეთათვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ინტერაქტიურ ფორმატში დისკუსია-დებატები ჩვენი ეროვნული ფასეულობებისა და ევროპულ კულტურასთან მისი ინტეგრაციის შესახებ.

დისკუსიის მონაწილენი არგუმენტირებულად აყალიბებდნენ საკუთარ მოსაზრებებს და აანალიზებდნენ მსოფლიო კულტურულ ჭრილში ქართულ ტრადიციულ ღირებულებებს.

„ჩვენ გვაქვს უნიკალური ინდივიდუალიზმი, რომელიც მთავარი განაცხადია მსოფლიოში საკუთარი ნიშის დასამკვიდრებლად!“-ასეთი იყო გზავნილი პატარძეულის საჯარო სკოლიდან.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203