ტაკიძეების საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - ,,დედამიწა ჩვენი სახლია“ გაიმართა
23-04-2019

შუახევის მუნიციპალიტეტის, ტაკიძეების საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგმა ნარგიზ ქათამაძემ დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - ,,დედამიწა ჩვენი სახლია“ ჩაატარა. 

მასწავლებელმა მოსწავლეებს ვიდეორგოლის საშუალებით გარემოს დაბინძურების ძირითადი ფაქტორები გააცნო და მისი თავიდან აცილების გზებზე ისაუბრა. პედაგოგმა და მოსწავლეებმა კითხვა - პასუხის რეჟიმში განიხილეს მათი საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობა და მის დასაცავად საინტერესო იდეები გამოთქვეს. გაიმართა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა და პედაგოგებთან ერთად სკოლის ეზო დაასუფთავეს და მიმდებარე ტერიტორიაზე ალუბლისა და ქლიავის ნერგები დარგეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203