
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღე აღნიშნეს.
ღონისძიება ქართული ანბანის მუსიკით დაიწყო. შემდეგ მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ჩანახატები დედა ენის შესახებ.
„სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, თუ როგორ აღტაცებით გვიამბობდნენ ბავშვები სხვადასხვა ცნობას დიდი მწერლის შესახებ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ლიტერატურულ-მუსიკალურმა კომპოზიციამ მაყურებლის მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები