წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
22-04-2019

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 22 აპრილს, დედამიწის დღეს, ტრადიციულად, სკოლის ეკო-კლუბისა და დირექციის ორგანიზებით კონფერენცია ჩატარდა.

მოსწავლეთა კონფერენცი - ყურადღება არ მოვაკლოთ მაცოცხლებელ დედამიწას“ ფარგლებში,  ჩატარდა სლოგანების და ესსეების კონკურსი - „მე რომ დედამიწა ვიყო რას ვეტყოდი ადამიანებს".

ასევე გაფორმდა მემორანდუმი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პროექტის „მდინარეები ნარჩენების გარეშე - სუფთა შავი ზღვა" ფარგლებში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო დასუფთავების აქცია და სკოლის ეზოში დაირგო ნარგავები.

 

აღნიშნული აქტივობები პედაგოგიურ თათბირზე, რომელიც გაკვეთილების დასრულების შემდეგ ჩატარდა დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ფაქიზო ფანჩულიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს აქტივობები მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203