აძვის საჯარო სკოლაში ღონისძიება „უსიყვარულოდ“ გაიმართა
22-04-2019

გორის მწერალთა სახლის შემოქმედებითი პროექტის „მწერლები სტუმრად სკოლაში“ ფარგლებში (მწერალთა სახლის შემოქმედებითი პროექტების კოორდინატორი, მწერალი: ვაჟა შაქარაშვილი) გორის მუნიციპალიტეტის აძვის საჯარო სკოლაში შედგა გორის მწერალთა სახლისა და აძვის საჯარო სკოლის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია.

ღონისძიებაში „უსიყვარულოდ“ აძვის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ მწერლების და პოეტების სიყვარულის ისტორიები გააცოცხლეს. 

პროექტს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იზოლდა კორინთელი.

საზღვრისპირა სოფლის სკოლაში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ცნობილი მწერლები, კულტურის მოღვაწეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203