სარეკის საჯარო სკოლაში მუხრან მაჭავარიანისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
22-04-2019

საჩხერის მუნიციპალიტეტის სარეკის საჯარო სკოლის სამკითხველოს დარბაზში II და III კლასის მოსწავლეებმა მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოაწყვეს პოეზიის დილა: „ჩვენ ვკითხულობთ მუხრანს“.

მოსწავლეებმა წაიკითხეს მუხრან მაჭავარიანის რჩეული ლექსები... შემდეგ კი ეწვივნენ მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმს სოფელ არგვეთში და ყურადღებით დაათვალიერეს ექსპონატები, მოისმინეს დიდი პოეტის ბიოგრაფია, ნახეს მუხრანის ხელნაწერები და წაიკითხეს რამოდენიმე ლექსი...

დღემ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა, როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მათი მასწავლებლებისა და მშობლებისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203