საგურამოს სკოლის პირველკლასელები ლიმონათის ქარხანას ესტუმრნენ
22-04-2019

მცხეთის რაიონის, საგურამოს საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ გულნაზი კერესელიძესთან ერთად ლუდსახარშ „ზედაზენს“ ეწვივნენ.


ექსკურსიამძღოლი  ლევან შერმადინი გახლდათ, რომელმაც ბავშვებს უამბო ქარხნის ისტორია.

ბავშვები დიდი ყურადღებით უსმენდნენ. ინტერესით დაათვალიერეს დანადგარები, ნახეს, როგორ ასხამენ ლიმონათს. ეს პროცესი განსაკუთრებით მოეწონათ.


დასასრულ, წამოსვლის დროს, თითოეული ბავშვი დაასაჩუქრეს ლიმონათით.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქარხნის თანამშრომლებსა და ექსკურსიამძღოლ ლევან შერმადინს თბილი მიღებისა და საინტერესო საუბრისათვის.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203