
თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „ახალი სიცოხლე“ წევრმა მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის წევრებმა ცნობიერეების ამაღლების მიზნით, სასკოლო საზოგადოებას დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვასა და მხარდაჭერის საჭიროებაზე გააკეთეს აქცენტები.
სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვე პედაგოგი - ზეინაბ კაკალაშვილია.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.
იხილეთ ფოტოები