წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეებმა პროექტის ,,ჩვენ გვიყვარს სიცოცხლე!“ ფარგლებში წარმატებით განახორციელეს აქტივობები
19-04-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის I(გ) კლასის მოსწავლეებმა მშობელთა აქტიური ჩართულობით საკლასო პროექტის ,,ჩვენ გვიყვარს სიცოცხლე!“ ფარგლებში წარმატებით განახორციელეს შემდეგი აქტივობები:

  • ვივარჯიშოთ ყველამ ერთად - მხიარული სტარტები;
  • პროექტის შეჯამება და შეფასება.

პროექტის ხელმძღვანელი: მათემატიკის მასწავლებელი მანანა წულაია

„რაოდენ სასიხარულოა, რომ მოსწავლეებისა და მშობლებისგან შედგენილი ორი გუნდის შეჯიბრი ფრედ დამთავრდა და გაიმარჯვა სიყვარულმა.

აღფროვანებულმა მოსწავლეებმა და მშობლებმა მაღალი შეფასება მისცეს განხორციელებულ პროექტს და სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავს პროექტებში კვლავაც სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას.

მართლაც, რომ ძალიან წარმატებული იყო არა მარტო დღევანდელი აქტივობები, არამედ მთლიანად პროექტის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტის მიზანი მიღწეულია.

სიყვარულით ვიცხოვროთ! შევიყვაროთ სიცოცხლე, ვიზრუნოთ მისი ხანგრძლივობისთვის და შევიყვაროთ სიყვარული!“-ნათქვამია წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მიე etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203