წარმატებისკენ სწრაფვით წალკა Izrune.ge-ს ტრენინგებში ერთვება
19-04-2019

წალკა ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ს მასპინძლობს.

პროექტის მთავარი მენეჯერი თინათინ ტყეშელაშვილი წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს არსენ ჯმუხაძესთან ერთად Izrune.ge-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.

ტრენინგი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა სახელმწიფო ენასთან ინტეგრაციას, Izrune.ge-ს წარმატებული გამოცდილების გაზიარებასა და განათლებული ახალი თაობის წახალისება- ხელშეწყობას ემსახურება.

წალკის სკოლების წარმატებულ დირექტორებთან შეხვედრა სამუშაო ფორმატში, არსობრივი და ტექნიკური საკითხების გაცნობით, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

მოგეხსენებათ, Izrune.ge-ს მთავარი მიზანი ოჯახის, ბავშვისა და სკოლის დაახლოვება, მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება და ქვეყნის ბედნიერ მომავალზე ზრუნვაა,  ამ პროცესში კი წალკა მაღალი აქტივობითა და წარმატებით ერთვება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203