2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის რეიტინგული სია გამოქვეყნდა
18-04-2019

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის რეიტინგული სიის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ცენტრის ინფორმაციით, ოლიმპიადის გამარჯვებულები არიან ის მონაწილეები, რომლებმაც III ტურში დააგროვეს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და რეიტინგული სიის პირველ ათეულში მოხვდნენ.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილეც, რომლის ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მე-10 ადგილზე გასული მოსწავლის ქულას.

ოლიმპიადის I, II და III ადგილებზე გადანაწილდებიან ოლიმპიადის მხოლოდ ის მონაწილეები, რომლებმაც III ტურში დააგროვეს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და რეიტინგულ სიაში მოხვდნენ შესაბამისი კლასის და საგნის რეიტინგული სიის I, II და III ადგილზე. 

თუ რეიტინგული სიის პირველ ათეულში მონაწილეებს თანაბარი ქულები ექნებათ, გათვალისწინებული იქნება II ტურში მიღებული შეფასება. 

იმ შემთხვევაში, თუ II ტურის შედეგების შეჯამების შემდეგაც მოსწავლეების ქულები დაემთხვა, გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება I ტურში მიღებულ შედეგს. 

იხილეთ საბოლოო შედეგები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203