კერძო სკოლა „ორნატში“ შთამბეჭდავი აქტივობით გაიხსენეს 9 აპრილი
17-04-2019

ზესტაფონის კერძო სკოლა „ორნატის“ მე-6 კლასის მოსწავლეებმა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ქეთევან ბოგვერაძემ შთამბეჭდავი აქტივობით გაიხსენეს ჩვენი უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღი 9 აპრილი და მიუძღვნეს ღონისძიება სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203