აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს თემაზე „კვებითი ჯაჭვი“ ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ
17-04-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის N1 საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი თემაზე „კვებითი ჯაჭვი“ ჩატარდა. 

გაკვეთილი მეხუთე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ. 

გაკვეთილის პროცესში მოსწავლეებმა შეისწავლეს კვებითი ჯაჭვის მნიშვნელობა, როგორ უნდა განლაგდეს კვებით ჯაჭვში სწორად მწარმოებელი, მომხმარებელი და დამშლელი ორგანიზმები და რა მნიშვნელობა აქვს მათ ეკოსისტემაში.

მოსწავლეებმა ცოდნის გასაღრმავებლად შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203