
მარნეულის N3 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელმა ნულუფარ კურბანოვამ მე-11 კლასში ღია სტანდარტული გაკვეთილი ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მიზანი მოსწავლეთა ჩართულობა იყო.
მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთნენ და იაქტიურეს. გაკვეთილი საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული.
გაკვეთილს შეფასების ჯგუფმა შეაფასა. შედეგად, პედაგოგ ნულუფარ კურბანოვას მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით 2 კრედიტქულა მიენიჭა.