ეკის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღნიშნეს
17-04-2019

სენაკის რაიონის ეკის საჯარო სკოლაში 16 აპრილს დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თემაზე , ენავ ჩემო, დედაო ენავჩატარდა.

 

ღონისძიება გახსნა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნანა სიჭინავამ. მან ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქართული ენის სიწმინდის დაცვა, რომ ის ქვეყნის ხერხემალია და თითოეული მოქალაქის ვალია მშობლიური ენის დაცვა და გაფრთხილება.

 

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაციები, წაიკითხეს ლექსები, ღონისძიება გაფორმებული იყო შესაბამისი მუსიკალური ნომრებით. მოსწავლეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ იმაში, რომ უანგაროდ უნდა გვიყვარდეს: ენა ჩვენი, მამული ჩვენი, რწმენა ჩვენი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203