დმანისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფეხბურთის ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავეს
17-04-2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში გაიმართა საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდის წევრი, ეროვნულ მოძრაობაში დაღუპული, გიორგი (გოჩა) გურულაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 24-ე ტრადიციული გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ღია პირველობა ფეხბურთში, 2004-2005 და 2007-2008 წწ დაბადებულ სპორტსმენებს შორის. 

ფინალში წარმატებით იასპარეზა დმანისის „აისი“- მ და დაიკავა პირველი ადგილი.

ფეხბურთელები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

დმანისის N3 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს გამარჯვებას დმანისის ,,აისი“-ს, რომლის წევრებიც ასევე არიან ამავე სკოლის მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203