გელათის საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო „რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო“ ჩატარდა
17-04-2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გელათის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ლიტერატურული საღამო „რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო“ ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში  მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ გაიხსენეს ისტორიული ფაქტები, რომლებიც უკავშირდება უშუალოდ ქართული ენის დაცვას. წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები. საღამო გაალამაზეს დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა: გაბრიელ კეზევაძემ და ბარბარე ბიბილეიშვილმა (ხელმძღვანელი ელიზა ფრუიძე).

დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203