
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მორიგი ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „სოციალური მეწარმეობა“.
ტრენინგს სამცხე-ჯავახეთის ჰაბ ორგანიზაციის, დემოკრატ მესხთა კავშირის წარმომადგენლები, ნატო ინასარიძე და ჯაბა ნათენაძე უძღვებოდნენ.
ტრენინგს ესწრებოდნენ ადიგენის მუნიციპალიტეტის ლელოვანის საჯარო სკოლის VIII-XI კლასის მოსწავლეები, რომელთაც აღნიშნული მიმართულებით ცოდნა აიმაღლეს.
პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
იხილეთ ფოტოები