ახალი საყულიის საჯარო სკოლაში თემაზე - 9 აპრილი - ჩვენი ტკივილი და სიამაყე მინი-ლექცია გაიმართა
17-04-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ახალი საყულიის საჯარო სკოლაში 9 აპრილს მინილექცია მიუძღვნეს. 

მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ მონიკა ქალდანმა მინი-ლექცია ჩაატარა თემაზე - 9 აპრილი - ჩვენი ტკივილი და სიამაყე.

9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს, ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203