გაეცანით ბრილის საჯარო სკოლის მასწავლებლის მაია ჭაღალიძის კვლევასა და რეფლექსიას
17-04-2019

შუახევის მუნიციპალიტეტის ბრილის საჯარო სკოლის მასწავლებლები სხვადასხვა საკითხზე აქტიურად მუშაობენ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნავენ. 

მათ შორისაა ბიოლოგიის მასწავლებელი მაია ჭაღალიძე, რომელმაც თემაზე „საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის გამომწვევი   მიზეზები და გადაჭრის გზები“ იმუშავა. 

„ბრილის საჯარო სკოლაში ჩავატარე კვლევა საბუნებისმეტყველო მეცნიერების საგნებში სწავლის დაბალი მოტივაციის მიზეზის დადგენის შესახებ. წარვადგინე კვლევის მიზნის, მიმდინარეობისა და შედეგების ანალიზის პრეზენტაცია შესაბამისი კათედრის (საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგნების) პედაგოგთა წინაშე. კოლეგებმა წინასწარ იცოდნენ კვლევის მიმდინარეობის შესახებ. კვლევის მიზნის გამოკვეთაში სწორედ მათთან წინასწარი შეხვედრა იყო ერთ-ერთი მაპროვოცირებელი...“ 

კვლევა სრულად იხილეთ ბმულზე კვლევა.pdf

რეფლექსია იხილეთ აქ რეფლექსია.pdf 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203