ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის „გაიცანი საქართველოს ფარგლებში“ იმერეთსა და ლეჩხუმს სტუმრობდნენ
17-04-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის „გაიცანი საქართველოს ფარგლებში“, იმერეთსა და ლეჩხუმს სტუმრობდნენ.  პროექტს კონსულტანტ-მასწავლებელი ლალი მარგიანი ახორციელებს.

მოსწავლეებმა მოინახულეს ვანის ნაქალაქარი, გალაკტიონის და ტიციანის სახლ-მუზეუმები, სადაც წაიკითხეს ლექსები.

ცაგერში კი დედა ენის დღე ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმში პოეტის ლექსებით აღნიშნეს. ცაგერის საჯარო სკოლაში, რომლის დირექტორი დათო ცვარიანია, სასწავლო ნაწილის გამგე შორენა ხეცურიანი და მუსიკის მასწავლებელი იზა ხეცურიანი,  სომეხ მოსწავლეებს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს.

დათო ცვარიანმა ყველა სტუმარი ლადო  ასათიანის კრებულით დაასაჩუქრა. სომეხ ბავშვებ ცაგერელი თანატოლების ოჯახებმა უმასპინძლეს. პროექტის ავტორი და ხოჯორნის სკოლის დირექტორი რიმა გარიბიანი  მადლობას უცხადებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც მათ მასპინძლობა გაუწია. ლალი მარგიანი განსაკუთრებულ მადლობას  ვანის პოლიციის განყოფილებას უხდის გამოჩენილი ყურადღებისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203