ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეები სიგელითა და დიპლომით დაჯილდოვდნენ
17-04-2019

დმანისის მუნიციპალიტეტის ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის კონკურსებსა და ღონისძიებებში.

კერძოდ ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე მარიამი ასადოვა  კონკურსში - „მე ვწერ ქართულად“ სიგელით დაჯილდოვდა. კონკურსი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების IX კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარა.

ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე აფსანა მურადოვა კი დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გამართულ ღონისძიებაში - „საუკეთესო კალიგრაფიისთვის“  სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა.

სკოლის ადმინისიტრაცია მოსწავლეებს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203