წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას მწერალი ბაჩო იოსელიანი ესტუმრა
17-04-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში IX-X კლასის მოსწავლეები (მასწავლებელი: დოდო ხაჩიძე) ოტია იოსელიანის სახელობის კაბინეტ-მუზეუმში შეხვდნენ მწერალ ბაჩო (რამაზ) იოსელიანს. 

მოსწავლეებმა მოაწყვეს შემოქმედის წიგნის „რატომ დაიწერა „ვეფხისტყაოსანი“ პრეზენტაცია.

სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ დადებითად შეაფასა მოსწავლეების შრომა და მადლობა გადაუხადა ბაჩო იოსელიანს მობრძანებისა და საინტერესო საუბრისათვის. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203