ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საფეხბურთო ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
17-04-2019

ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საფეხბურთო ტურნირში წარმატებით იასპარეზეს. 

11 აპრილს ქალაქ ახალციხეში ჩატარდა რაიონის მაშტაბით საჯარო სკოლებს შორის საფეხბურთო ტურნირი ოლიმპიური სისტემით -„კოკა-კოლას თასი 2019“. 

ტურნირში ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სკოლის აღსაზრდელები ურავლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. თამაში ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების სასარგებლოდ ანგარიშით 3:0 დამთავრდა. 

საფეხბურთო ტურნირის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, ჯანმრთელი თაობის აღზრდა და ნიჭიერ ფეხბურთელთა გამოვლენა.

მადლობას უხდის სპორტის მასწავლებელს ინგა ლაზარაშვილს და მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203