წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გასვლით გაკვეთილში მონაწილეობდნენ
17-04-2019

დედაენის კვირეულის და პროექტის „ჩვენებურების“ ფარგლებში ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIIბ კლასმა (კლასის ხელმძღვანელი: თამილა თუთბერიძე) გასვლითი გაკვეთილი ჩაატარა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მასწავლებელი: ინგა იობიძე) სახელწოდებით: „როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი“. 

„მოსწავლეებმა გალას ოდის წინ, ეზოში ჩაატარეს გაკვეთილი, გააცოცხლეს დიდი მგოსანი, ტიციანი, შეუდარებლად, ლიტერატურული კომპოზიციის თანხლებით იქნა წაკითხული „მესაფლავე“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

აღნიშნული გაკვეთილი სკოლის დირექტორმა უმაღლესი ქულით შეაფასა და პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს უდიდესი მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203