,,გახსოვდეთ 9 აპრილი!“ - შაშიანის საჯარო სკოლაში კიდევ ერთი დასამახსოვრებელი დღე გაიმართა.
8 აპრილს დილიდან მთელი დღის განმავლობაში სკოლის რადიოკვანძით მიმდინარეობდა მომდევნო დღის ისტორიული მნიშვნელობის შეხსენება, ისმოდა ინფორმაციები ისტორიული ფაქტების შესახებ, ასევე- ლექსები და სიმღერები 9 აპრილს დაღუპულთა მოსაგონად.
დღის ბოლოს, მე-10 კლასელებმა თარიღთან დაკავშირებით კონფერენცია მოაწყეს, თვალსაჩინო მასალად წარმოადგინეს ამ დღის აღსანიშნავად შექმნილი სხვადასხვა სახის პოსტერი და ფოტოალბომი, რომელიც 9 აპრილზე საგაზეთო ქრონიკებს ინახავს.
მოსწავლეებმა ხმაურით გაგვახსენეს:
9 აპრილი - დღე, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს!
9 აპრილელები - ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ სამშობლოსათვის, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის გულანთებული ახალგაზრდები, რომლებიც გმირებად იქცნენ...
იხილეთ ფოტოები