
წალკის მუნიციპალიტეტის, კიზილქილისის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სკოლაში გაიმართა 9 აპრილის მოვლენებზე ფილმის ჩვენება, რის შემდეგ მოსწავლეებმა პრეზენტაცია გააკეთეს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები