პროექტ ''ეტალონის'' მიმდინარეობასთან დაკავშირებით თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში შეხვედრა ტარდება
22-03-2017
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ''ეტალონის'' მიმდინარეობასთან დაკავშირებით თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში შეხვედრა მიმდინარეობს. 

საინფორმაციო შეხვედრაზე ''ეტალონის'' შემოქმედებითი ჯგუფი წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, ინტელექტ-შეჯიბრის სტრუქტურაზე, სტანდარტებზე, ვადებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.  

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის სკოლებში ''ეტალონი'' აპრილიდან დაიწყება. 

''ეტალონი'' 2016-2017-ის გრანდიოზული ფინალი ზაფხულის დასაწყისში ბათუმის მერიის ინიციატივით ქ. ბათუმში გაიმართება, სადაც საზეიმო ვითარებაში ქვეყნის ''ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება.  
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203