ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების 60 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა
16-04-2019

ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში, გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა. ხელმძღვანელი ეთერ ჯინჭარაძე გახლავთ.

კერძოდ კი მე-8 კლასელებმა ამ თარიღს მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია მიუძღვნეს. ღონისძიების მთავარი სათქმელი იყო: „ჩუუუუ! პოეზია საიდუმლოებაა“. 

„მუსიკაა, ძამიკო, მთავარი....მუსიკა“... ეს გალაკტიონ ტაბიძის - ქართული პოეზიის მეფის საყვარელი ფრაზა იყო. 17 მარტს 60 წელი გავიდა სიტყვის მუსიკოსის გარდაცვალებიდან. მე-5 საჯარო სკოლის მე-8 კლასელებმა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია მიუძღვნეს ამ თარიღს. ღონისძიების მთავარი სათქმელი იყო:,, ჩუუუუ !...პოეზია საიდუმლოებაა“, - ნათქვამია ქობულეთის N5 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203