მე-12 კლასელებისთვის გაცდენის გამო ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისა და გამოცდის ჩაბარების ვადები განისაზღვრა
16-04-2019

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის 30% და მეტის გაცდენის გამო, ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისა და გამოცდის ჩაბარების პერიოდები განისაზღვრა.

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ექსტერნატის გამოცდაზე რეგისტრაცია 21-22 მაისი იქნება შესაძლებელი; ხოლო საგამოცდო პერიოდი 23 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით განისაზღვრება.

ექსტერნატის გამოცდებისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია საჯარო სკოლის მიერ ელექტრონულად განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად,  თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი გააცდინა, ის  მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ფასდება. 

ასევე იხილეთ: რატომ გაუქმდა მე-12 კლასელებისთვის თავისუფალი დასწრება - სამინისტროს განმარტება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203