
მცხეთის N2 საჯარო სკოლის დირექცია ელენე უჩუვატოვსა და ელენე ლაგაზაშვილს მცხეთის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის მრავალფუნქციური ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „კალიგრაფი 2019“ გამარჯვებას ულოცავს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
საქართველოში 14 აპრილს, დედაენის დღეს ტრადიციულად არაერთი ღონისძიებით აღნიშნავენ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით, მოეწყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული. პირველად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დედა ენის დღესთან დაკავშირებით, კონკურსი „ჩვენი კალიგრაფი - 2019“ ჩატარდა. მოსწავლეებს ევალებოდათ საკუთარი ორიგინალური ხელნაწერის შექმნა წინასწარ განსაზღვრული ნაბეჭდი ტექსტიდან ,,საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის მცირე დარბაზში გაიმართა საპრიზო ადგილის მფლობელთა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება.
იხილეთ ფოტოები