მცხეთის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილს გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს
16-04-2019

"თავზარდამცემი დღე" - ასე უწოდა ტკივილითა და ემოციით სავსე ღონისძიებას სსიპ ქალაქ მცხეთის N2 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარმა ქალბატონმა დარეჯან ბარდაძემ, რომლის მიერ ჩატარებულ არაერთ ლიტერატურულ საღამოს აღუფრთოვანებია მაყურებელი.


ეს ქალბატონი მხოლოდ წიგნისა და ძარღვიანი ქართულის სიყვარულს კი არა, მამულიშვლობასა და საქართველოთი თავმოწონებასაც ჩვენზე ნაკლებ როდი ასწავლის მეორესკოლელ ბავშვებს.


ამჯერად თემა იმდენად მტკივნეული იყო, ცრემლის გარეშე ვერავინ შეძლო იმ ყველაფრის მოსმენა,რასაც მოსწავლეები ამბობდნენ 30 წლის წინ თბილისში გათენებული სისხლიანი 9 აპრილისა და თავისუფლებისათვის ზვარაკად შეწირული 21 გმირის შესახებ...


სსიპ ქალაქ მცხეთის N2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მადლიერებას გამოხატავს ქალბატონი დარეჯანისა და იმ მოსწავლეებისადმი, რომლებმაც მისი იდეური ჩანაფიქრი ასე ლამაზდ გააცოცხლეს სცენაზე და ჩემს თაობას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თვითონ კი ისწავლეს, რომ ის დიდგორი დიდგორით არ იწყება,

განა ის შამქორიც შამქორით მთავრდება?! რუსთველის გამზირიც დიდგორად იქცევა, თუ საქართველოსთვის გსურს თავის დადება!"


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203