
კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი თარიღი აღინიშნა ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში.
სკოლის ინფორმაციით, I-III კლასის დამრიგებელმა თამარ გვაზავამ მხატვრულ კითხვაში შეაჯიბრა მოსწავლეები.
„ისინი დიდი რუდუნებით ცდილობდნენ მოფერებოდნენ სიტყვაკაზმულ ენას. „ენას აკვნისას, იაკობისას და შოთასას“. თამარ მასწავლებელი ესაუბრა მოსწავლეებეს ქართული ენის ღირსებაზე, მნიშვნელობასა და უნიკალურობაზე“, - განაცხადა სკოლის წარმომადგენლემა.
დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები: