
მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს საჯარო სკოლაში დედაენისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.
სკოლის ინფორმაციით ყველა კლასში ჩატარდა ლექცია ქართული ენის ისტორიის შესახებ. ასევე, ჩატარდა კონკურსი კალიგრაფიაში; სკოლის ბიბლიოთაკაში (რომელიც გაფორმდა შესაბამისი სტენდებითა და სურათებით) II-VI მოსწავლეები მორიგეობით მართავდნენ საზეიმო ღონისძიებებს.
კვირის ბოლოს გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი ლიტერატურულ-მხატვრული საღამო.
დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები: