როდის შეძლებენ საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას აბიტურიენტები? - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
16-04-2019

2019 ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად აბიტურიენტები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან, როდის გახდება ცნობილი რომელ საგამოცდო ცენტრში მოუწევთ გამოცდის ჩაბარება, რომელ დღეს და რომელ საათზე ექნებათ არჩეული საგნები ჩასაბარებელი და როდის შეეძლებათ საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა...

აღნიშნულ კითხვებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს პასუხობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მოცემულია საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც ივნისის თვეში შეძლებენ.

კონკრეტული თარიღის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია, სამომავლოდ კი მისი ნახვა აბიტურიენტებს ცენტრის ვებ-გვერდზე შეეძლებათ.

აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე პირადი გვერდიდან ამობეჭდავენ (გვერდი, სადაც აბიტურიენტი ირჩევს გამოცდებს, საგანმანათლებლო პროგრამებს და ნახულობს შედეგებს).

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდებზე რეგისტრაცია 12 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა.

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებისთვის რეგისტრაციის ეტაპი წელსაც რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

  • 2019 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შეუძლიათ საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა. მაგ: თუ აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ფიზიკა, მაგრამ გადაწყვიტა ისტორიის ჩაბარება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც საგნის, ასევე საგამოცდო ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარების გამოცდა ქართულად შეიძლება მან ჩაანაცვლოს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულად, ან სომხურად და ა. შ.);
  • 7 მაისის შემდეგ აბიტურიენტები საგანთა ჩამონათვალში ცვლილებებს ვეღარ განახორციელებენ;
  • აღსანიშნავია, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203