ჭიათურის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
16-04-2019

ჭიათურის N4 საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებმა მოინახულეს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო დარბაზები, ოკუპაციის მუზეუმი, ეროვნული საგანძურის ფონდი და მოგვიანებით ექსპერიმენტორიუმში გაეცნენ იქ წარმოდგენილ ექსპონატებს. გარდა ამისა, ისინი ლეონარდო და ვინჩის 500 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრნენ. 

„ბავშვებმა ძალიან იხალისეს და აღფრთოვანებული იყვნენ ეროვნული მუზეუმში დაცული ქართული საგანძურის ხილვით“ - აღნიშნა ექსკურსიის ორგანიზატორმა, ხელოვნების პედაგოგმა ნათია ჭიღლაძემ. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203