კერძო სკოლის „დავითიანი-მარინა გორშკოვა“ მოსწავლეები ანიმაციური ფილმების ფესტივალში აქტიურად ჩაერთნენ
15-04-2019

კერძო სკოლა ,,დავითიანი-მარინა გორშკოვას“ მოსწავლეები ანიმაციური ფილმების ფესტივალ „თოფუზი 2019-ის“ გახსნაში მონაწილეობდნენ. 

ფესტივალის პირველ დღეს ჩატარდა ვორქშოპი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შექმნეს ორწუთიანი ანიმაციური ფილმი. ვორქშოპზე მათ შეისწავლეს ანიმაციის სხვადასხვა ტექნიკა, როგორებიცაა Stop Motion და კლასიკური 2D ანიმაცია, ასევე პროფესიონალ ანიმატორებთან ერთად ჩაატარეს ექსპერიმენტები ამ ტექნიკების გაერთიანებით.

გარდა ამისა, „დავითიანი-მარინა გორშკოვას“ მოსწავლე მაია მარტიაშვილმა შეისწავლა  ანიმაციის შექმნის მოკლე კურსი. ის მონაწილეობას მიიღებს ბათუმში, ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი 2019-ის“ ფინალში. 

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ კოსტუმირებული მსვლელობაშიც. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...