სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირებს ღონისძიება მიუძღვნეს
11-04-2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სათხის საჯარო სკოლამ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. 

ღონისძიება სკვერში გაიმართა. მას სკოლის ისტორიის მასწავლებელი აშხენ ნანაიანი და  ქართული ენის მასწავლებლები: ელმირა ბროიანი და რუზანნა ისოიანი ხელმძღვანელობდნენ.    

ღონისძიებაში მე-2, მე-5, მე-6, მე-7 და მე-10 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიების ბოლოს მასწავლებლებმა, სტუმრებმა და მოსწავლეებმა სანთელები და ყვავილები მიიტანეს ძეგლთან, რომელიც 9 აპრილს დაღუპულ გმირებს ეძღვნება. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203