წალენჯიხის N6 სკოლაში საბაზო საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა
11-04-2019

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით  ღონისძიება ჩატარდა, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეები. 

მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 9 აპრილის ღამეს დაღუპული გმირების ხსოვნას.

ისტორიის მასწავლებელმა, ვახტანგ მიქავამ მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ დოკუმენტური ფილმი უჩვენა.  გაიმართა  ფილმის განხილვა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული  დისკუსიაში. 

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში შეიქმნა კუთხე, სადაც ბავშვებმა  ტიტებითა და სანთლებით ქედი მოიხარეს მათი ხსოვნის წინაშე.IX კლასის მოსწავლეებმა შექმნეს  კედლის გაზეთი  „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203