
შუახევის მუნიციპალიტეტის ჭალის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება „მადლობა თავისუფლებისათვის“ გაიმართა.
სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია, ისაუბრეს აპრილის მოვლენებზე და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
წელს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.