
ახალციხის მუნიციპალიტეტის, აწყურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე თორნიკე გლუნჩაძე ღონისძიებაში - „ჩემი საყვარელი სპორტი და სპორტსმენი“ მონაწილეობდა.
ღონისძიება სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
სკოლის აღსაზრდელმა ღონისძიებაზე მისი ერთ-ერთი საყვარელი სპორტის სახეობის - კულტურიზმის, იგივე ათლეტიზმის შესახებ ისაუბრა.
„ღონისძიება განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა აწყურის სკოლის მოსწავლისთვის, რადგან თორნიკეს შესახებ, ადგილობრივი ტელევიზიის ,,მე-9“ არხის მიერ მომზადებული სიუჟეტი ნახეს სამცხე-ჯავახეთის ათლეტიზმის ფედერაციის წარმომადგენელმა და თორნიკე მიიწვიეს ფედერაციაში სავარჯიშოდ. ახალგაზრდა სპორტსმენი, მალე ბავშვობის ოცნებას აიხდენს და ათლეტიზმის ფედერაციის მწვრთნელის სპარტაკ თაქთაქიძის დახმარებით, ვარჯიშს დაიწყებს GYM OLYMP Akhaltsikhe-ში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.