
ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის მათხოჯის საჯარო სკოლაში გაიმართა 9 აპრილისადმი მიძღვნილი გამოფენა, მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია (პედაგოგი - ნუნუ მელაძე), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 1 - 10 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგები: ი. ძიძიგური, ი. ბალანჩივაძე, ი. ბარაბაძე თ. ყუფარაძე, ა. მელაძე).
ღონისძიება ჩატარდა შინაარსიანად. დარბაზში მყოფი მოსწავლეები ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს ღონისძიების მსვლელობას და აღნიშნეს კიდეც, რომ ეს დღე არასოდეს იქნება დავიწყებული მომავალი თაობების მიერ...
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები