
ხონის მუნიციპალიტეტის კონტუათის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიღძვნილი ღონისძიებები გაიმართა.
„30 წელი შესრულდა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიიდან. სწორედ ამ მოვლენას მიეძღვნა კონტუათის საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიება, რომელშიც თავდაპირველად მინილექციების ფორმით განიხილეს 1989 წლის 9 აპრილის პოლიტოლოგიური და ისტორიული ასპექტები სამოქალაქო განათლების პედაგოგმა და სკოლის დირექტორმა გიორგი სანოძემ და ისტორიის პედაგოგმა მამუკა მენაბდემ. ლექციის შემდეგ მოეწყო აღნიშნული მოვლენისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება და გაიმართა დისკუსია პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: