
წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
VIII-IX კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებლის, ეკატერინე ჭიბოშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს ტრაგედიის ამსახველი დოკუმენტური კადრები, სლაიდ-შოუ და კედლის გაზეთი.
მასწავლებლებმა, რომლებიც იმ დროისათვის იყვნენ სტუდენტები და იმყოფებოდნენ თბილისში, გაიხსენეს სისხლიანი დღე და მოსწავლეებს გაუზიარეს საკუთარი ემოციური შთაბეჭდილებები.
იხილეთ ფოტოები